სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გეგუთის სასახლეს ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიციით ესტუმრნენ
16-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 
სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა საინტერესო ადგილებს სტუმრობენ და გასვლით აქტივობებში მონდომებით მონაწილეობენ.


ამჯერად, მოსწავლეთათვის სკოლის დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, თემატური გასვლითი ექსკურსია გეგუთის სასახლე-თამარის ციხეზე მოეწყო. 

ექსკურსიის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თამარობის აღნიშვნა იყო.

„სკოლის 50-მდე მოსწავლემ დაათვალიერა ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლის ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები, შემდეგ კი წარმოადგინეს ისტორიულ-ლიტერატურული კოსტიუმორებული კომპოზიცია“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კომპოზიციას ორგანიზება გაუკეთეს საზოგადოებრივი მეცნიერებების (ხელმძღვანელი - თამილა თუთბერიძე) და ქართული ენისა და ლიტერატურის (ხელმძღღვანელი - დოდო ხაჩიძე) კათედრებმა.

„​ერთმანეთს ენაცვლებოდა, ბალდუინ  II-ის სტუმრობის, თამარის ტახტზე აყვანის, სულმნათი შოთა რუსთაველისა და თამარის შეხვედრის სცენები. VIIა კლასის მოსწავლეებმა მგზნებარედ წაიკითხეს ოთარ ჭილაძის ლექსი-თამარ მეფის საფლავი. VII-VIII კლასის მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილეს თამარის ეპოქა, გაგვაცვნეს გეგუთის ციხის შესახებ ინფორმაცია. შთამბეჭდავი სახეები შექმნეს ლიზი ქაჯაიამ, ერეკლე გედენიძემ, შოთიკო ახვლედიანმა, დანტე ფანცხავამ, ლიზი ქუთათელაძემ, თეკლა ქაროსანიძემ, გიორგი ჯიმშელეიშვილმა, რეზი დადუნაშვილმა, ლუკა ცხადაშვილმა, დემეტრე ჩავჩიძემ, ოთარ მაჭარაშვილმა, კომპოზიციის ყველაზე პატარა მონაწილე, ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილმა. გეგუთის რეზიდენციამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს „პატრიოტ დიასპორელებზე“  თევდორესა და ლილეზე, რომლებიც უკვე ერთი წელია წყალტუბოში ცხოვრობენ და წყალტუბოს პირველ სკოლაში ეცნობიან და სწავლობენ მშობლიური ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. ისინი კომპოზიციას შემოუერთდნენ თამარის შესახებ ხალხური ლექსებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გეგუთის სასახლეს გარდა მონაწილე მოსწავლეებისა, IX ბ კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ, რომლებიც წარმატებული საქმიანობისათვის სკოლის დირექციამ წაახალისა.

აქტივობაში სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე აქტიურად იყო ჩართული.

„ქალბატონმა ფაქიზომ გააკეთა ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია, რომელშიც წვლილი ყველა პედაგოგმა შეიტანა, ახლა კი მასში „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერას წარმატებული მოსწავლეები გააგრძელებენ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი გასვლითი აქტივობა საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია, რომელიც არა მარტო თვალსაწიერის გაფართოების, არამედ ინფორმაციის აღქმის, სხვადასხვა სახით წარმოდგენის, ისტორიული ეპოქის მიმართ ინტერესის აღძვრის, სოციალური და თანამშრომლობითი უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება