სიახლეები
ეტალონი

„ბათუმის ეტალონში“ ახალგაზრდობა ცოდნის, შესაძლებლობისა და სითამამის გამოვლენას 4 მაისის ღონისძიებაზე შეძლებს“
27-04-2018
-
+


ბათუმის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულენი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ია შალამბერიძე:

„ეროვნულ-სგანმანათლებლო პროექტ „ეტალონში“ მონაწილეობის მსურველ  მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ჩემპიონატი ბავშვებს უკეთ სწავლისა და წინსვლის სტიმულს აძლევს. ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ველით „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას, რომელიც ფინალში ღირსეულად წარადგენს ჩვენს მუნიციპალიტეტს.“

 ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე:

„ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა და ტესტირების პირველ ეტაპზე საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. შესარჩევი ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა. ბავშვები დასკვნითი ეტაპისთვის ემზადებიან. ახალგაზრდობა „ეტალონში“ საკუთარი ცოდნის, შესაძლებლობისა და სითამამის გამოვლენას 4 მაისის ღონისძიებაზე შეძლებს.“

ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში:

„მოხარული ვარ მოსწავლეთა ცოდნისა და წინსვლისაკენ მისწრაფებით, რის მოტივაციასაც „ეტალონი“ აძლევს ჩვენს ბავშვებს. ეს ყველასაგან გამორჩეული ეროვნული პროექტი მომავლის საქმეს ემსახურება, სწორედ ამიტომ ვარ მისი თანამოაზრე. ტესტირების პირველმა ტურმა წარმატებით  ჩაიარა, ახლა კი მოუთმენლად ველით დასკვნით ეტაპს.“

„ეტალონის“ პედაგოგი ნატო მოისწრაფიშვილი:

„ჩვენს სკოლაში ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ობიექტურ და მშვიდ გარემოში. გამოვლინდნენ გამორჩეული მოსწავლეები, რომლებიც დასკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ველით ეროვნულ-სგანმანათლებლო პროექტის სტუმრობას ჩვენს ქალაქში.“

ბათუმის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ვადაჭკორია:

„მოხარული ვარ „ეტალონში“ ბავშვების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით. ტესტირებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. პროექტის კითხვებს სასკოლო შეჯიბრებებშიც ვიყენებთ ხოლმე, რადგან ეს მიდგომა მოსწავლეებში ლოგიკურ აზროვნებასა და ზოგადი განათლების მიღების სურვილს ავითარებს.  მოუთმენლად ველით დასკვნით ეტაპსა და „ეტალონის“ სტუმრობას.“

„ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან კვიტაიშვილი:

„ეტალონი“ ეროვნული პროექტია, რომელიც ჩვენი მოსწავლეების ცოდნისა და წინსვლისკენ მოტივაციას უწყობს ხელს, უვითარებს მათ ლოგიკურ აზროვნებას და სითამამეს მატებს. ტესტირების პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ბავშვები მოუნთმენლად ელოდნენ შედეგებს, გამოვლინდნენ გამორჩეული მოსწავლეები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და მის მონაწილეებს.“

ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე:

„მივესალმები ჩვენი სკოლის მოსწავლეების „ეტალონში“ ჩართულობას. ესაა პროექტი, რომელიც ახალგაზრდებში ცოდნის პოპულარიზებასა და წინსვლას ემსახურება. ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, მოუთმენლად ველით დასკვნით ეტაპს.“

ბათუმის N22 სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე:

„ბედნიერი ვარ, რომ ამდენ სწავლასმოწყურებულ ახალგაზრდას ვხედავ. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მიიღეს მონაწილეობა ჩემპიონატის პირველ ტურში და მაღალი შედეგებიც აჩვენეს. „ეტალონი“ საოცარი პროექტია, რომელიც მომავლის საქმეს ემსახურება. წარმატეებებს ვუსურვებ პროექტსა და ჩვენს ბავშვებს.“

„ეტალონის“ პედაგოგი ნესტან დიასამიძე:

„წლებია, „ეტალონის“ დიდი გუშემატკივარი ვარ. მახარებს ეს პროექტი და მისი მიზნები, რომლებიც მომავალი თაობის განათლებისა და წინსვლისკენაა ორიენტირებული. მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა ტესტირების პირველმა ტურმა, მოუთმენლად ველით „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას.“

ბათუმის N1 სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე:

„მივესალმები მოსწავლეების საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობას და განსაკუთრებულ ინტერესს „ეტალონის“ მიმართ. პროექტი ახალგაზრდებს თავის წარმოჩენისა და წინსვლის სტიმულს აძლევს. შესარჩევმა ტურმა წარმატებით ჩაიარა ჩვენს სკოლაში. გამორჩეული მოსწავლეები „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის განაგრძობენ ბრძოლას.“

„ეტალონის“ პედაგოგი ნონა ჩხაიძე:

„ეტალონი“ ქვეყანას ინტელექტუალურ ძალას უზრდის, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენითა და წახალისებით. შესარჩევ ტურში მაღალი იყო ბავშვების დაინტერესება და ჩართულობა, მოუთმენლად ველით დასკვნით ეტაპს.“

ბათუმის N10 სკოლის დირექტორი დავით ეცადეიშვილი:

„ეტალონის“ შესარჩევი ტური ძალიან საინტერესოდ და ორგანიზებულად ჩატარდა ჩვენს სკოლაში. მოხარული ვარ ბავშვების მაღალი აქტივობითა და შედეგებით. ველით „ეტალონის“ სტუმრობასა და დასკვნით ეტაპს.“

„ეტალონის“ პედაგოგი  ნატალია თავართქილაძე:

„ტესტირების პირველი ეტაპი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და შედეგებით გამოირჩევა. ბავშვებმა, რომლებმაც წინა წელსაც მიიღეს „ეტალონში“ მონაწილეობა, ამჯერად უფრო თამამად და წარმატებით იასპარეზეს. პროექტი დიდ ცოდნასა და გამოცდილებას აძლევს მოსწავლეებს.“

ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ნური ჯაფარიძე:

„ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის სურვილი მრავალმა მოსწავლემ გამოთქვა და წარმატებითაც იასპარეზა. ახალგაზრდები ცოდნისა და წარმატებისკენ სვლას „ეტალონის“ დასკვნით ეტაპზე გააგრძელებენ.“

„ეტალონის“ პედაგოგი ლიანა მიქელაძე:

„ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან. ტესტირების პირველმა ტურმა ძალიან ორგანიზებულად და ობიექტურად ჩაიარა. გამორჩეული მოსწავლეები „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის განაგრძობენ ბრძოლას. მადლობა პროექტს მომავლის საქმის მსახურებისთვის.“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს
მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
სკოლაში, მოსწავლეს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას ულოცავენ
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება