| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის დაწყებითი განათლების კათედრაზე ამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში IIა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ინგა დადუნაშვილთან ერთად, წარმოადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ულამაზესი საღამო.
ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა წინასწარ შეარჩიეს შესაბამისი ლექსები და ცნობილ პიროვნებათა გამონათქვამები. შეისწავლეს და შეასრულეს ქართული ენისადმი მიძღვნილი სიმღერები და ქართული ცეკვები.
ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა პედაგოგებისა და მშობლებისათვის თავად დაამზადეს და გააფორმეს მოსაწვევები.
უნდა აღინიშნოს ღონისძიების მომზადებაში მშობლების უდიდესი როლი და მონაწილეობა.
„მოგეხსენებათ თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას, გარდა იმისა რომ იგი დადებითად აისახება მოსწავლეთა მოსწრებასა და მოტივაციაზე, ასევე უაღრესად პოზიტიურ გავლენას ახდენს სასკოლო კულტურაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებამ, პატარა მოსწავლეების შესრულებით, სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება
დაიმსახურა.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა