| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
.jpg)
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
თავდაპირველად, მერვეკლასელებმა ნახუნაოში არსებული ფერმა მოინახულეს. ფერმაში სირაქლემებს, ფარშევანგებს და სხვადასხვა ჯიშის ფრინველებს უვლიან. ეგზოტიკური ფრინველების დათვალიერება მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
საგანმანათლებლო ტური მოსწავლეებმა მარტვილის მონასტერში გააგრძელეს, ბოლოს კი მარტვილის მუზეუმს ესტუმრნენ და სამუზეუმო ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს.
ტური მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი აღმოჩნდა. ექსკურსიიდან მერვეკლასელები სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა