სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...“ - დიდგორის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა
19-04-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქრისტინა ნინუამ მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...“

პროექტში ჩართულნი იყვნენ V,VI,VII და VIII კლასის მოსწავლეები. მათ მოიძიეს ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ ინფორმაცია, შეადარეს ერთმანეთს დამწერლობის სამივე ფორმა და გაკეთეს საკუთარი მიგნებები, აღნიშნეს იმ საზოგადო
მოღვაწეების ღვაწლი, რომლებმაც დედა ენის შენარჩუნება-განვითარებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

პროექტი ერთი თვე გაგრძელდა, დასასრულს კი მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების (მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების) წინაშე პრეზენტაციით წარდგნენ და მათ პროექტზე მუშაობისას მიღებული ცოდნა-გამოცდლიება გაუზიარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში ცალკე მიმართულება იყო კალიგრაფიის კონკურსი. მიზანი კი გახლდათ მშობლიური ანბანისადმი მეტი სიყვარულის, პატივისცემისა და მოწიწების ჩამოყალიბება მოსწავლეებში.

კონკურსში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის პირველი და მეორე საფეხურის მოსწავლეები. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, პროექტის ბოლოს კი ფინალისტები გამოვლინდნენ. 

კონკურსის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა - ნონა მჭედლიძემ მათ დირექციის სახელით გადასცა პრიზები და სიგელები.

პროექტის ფინალურ ღონისძიებაზე საზეიმო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებმა თემატურად შერჩეული ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. სკოლასთან არსებულმა ცეკვის წრის ბავშვებმა კი სასკოლო საზოგადოებას საინტერესო საცეკვაო ნომერი შესთავაზეს. 

„მადლობას ვუხდი პროექტში მონაწილე ჩემ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და დირექციას თანამშრომლობისთვის, სწორედ ასეთი ურთიერთთანადგომით შესაძლებელია უკეთესი მომავლის აღმშენებლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - აღნიშნავს პედაგოგი ქრისტინა ნინუა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება