სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თორიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
19-04-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

13 აპრილს, სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა მე-8 კლასელებთან ერთად, ღონისძიება მოაწყო. 

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ქართული ენის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, შეასრულეს სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისუბრეს და აღნიშნეს თუ რამდენამ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის სახელმწიფო ენის შესწავლა. 

აგრეთვე მასწავლებლები მოსწავლეებს „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობაზე ესაუბრნენ. 

გაიმართა სპექტაკლებიც -  „უტკბესი და უმწარესი“ და „წითელქუდა“. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება