სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ - ტყიბულის N6 სკოლის III კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა
19-04-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ - ამ სახელწოდების აქტივობა III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მარიამ მაცაბერიძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს. ისინი დედაენის დღესთან დაკავშირებით, კვირეულში ჩაერთვნენ, რომლის ფარგლებშიც მოაწყვეს კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, კითხვის კონკურსი, საინფორმაციო გაკვეთილი თემაზე - „რატომ დაარსდა დედაენის დღე“.

კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 

სკოლის მოსწავლეებში გავრცელდა არასრულწლოვნის ვიდეო, რომელიც მას ფარულად გადაუღეს - დეტალებს პროკურატურა ასაჯაროებს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

საჯარო სკოლების წესდების დოკუმენტში ცვლილება შევიდა

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ

მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული აქტივობა შეასრულეს - პატარა მაღაზია მოაწყვეს და ყიდვა-გაყიდავა გააჩაღეს

მოსწავლეები მოიხიბლნენ ეროვნული საგანძურით და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ მუზეუმიდან

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება