| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მოსწავლეები ამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი პროექტის - „ილაპარაკე, ოღონდ ქართულად ილაპარაკე!“ დასკვნით ღონისძიებაში ჩაერთნენ და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიება სენაკის საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელი მარიამ ბესიაშვილი გახლავთ. მუსიკალურად კი გააფორმა ქეთევან ფულარიამ.
ღონისძებას ესწრებოდნენ კულტურის ცენტრის დირექტორი - ბაჩო ქუთელია და სხვა ხელმძღვანელი პირები. აგრეთვე, საბავშვო ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა