| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსზე სკოლის VII კლასის მოსწავლემ - მარიამ გორგაძემ მონოლოგი „ნუკრის ჩივილი“ წარადგინა და 1-ელი ადგილი დაიკავა. III კლასის მოსწავლემ - ნატალი მოსიძემ კი ვაჟა ფშაველას ლექსი „ის ნუ გგონია ბიჭობა“ წაიკითხა, რისთვისაც მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსზე მოსწავლეებმა შესაძლებლობები და შემოქმედებითი ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანი სწორედ მოსწავლეთა მხატვრულ - შემოქმედებითი უნარების განვითარება იყო.
კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა პედაგოგები გახლდათ: მაყვალა ანანიძე, ნაირა შუშანიძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა