სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
03-04-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტულ ღონისძიებებშიც აღწევდნენ. 

ისინი რაიონულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ, სადაც სხვადასხვა სპორტულ სახეობაში პირველი ადგილი დაიკავეს: „გეზრბენი“ - ვაჟები - I ადგილი; ხელბურთი - გოგონები - I ადგილი; ფრენბურთი - გოგონები - I ადგილი; კალათბურთი - გოგონები - I ადგილი. მათ ამით საგზური რეგიონალურ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად მოიპოვეს. 

გუნდებს სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი, მირზა სოფრომაძე ხელმძღვანელობდა.

წყალტუბოში, სპორტის სასახლეში ხელბურთში რეგიონალური შეჯიბრება ჩატარდა. სკოლის გოგონათა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და II საპრიზო ადგილი დაიკავა.

„უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფინალში N6 საჯარო სკოლის გოგონები ზესტაფონის ნაკრებს შეხვდნენ, სადაც მეორე ტაიმის განმავლობაში უპირატესობით სარგებლობდნენ, თუმცა ჩვენი სკოლის ორმა წამყვანმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა, რაც ცუდად აისახა გუნდის შემადგენლობაზე, მოწინააღმდეგემ დარჩენილი ორი წუთი კარგად გამოიყენა და თამაში 2:3 დასრულდა, ზესტაფონის სასარგებლოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება