| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, სწავლას მოწყურებული მოსწავლეები სწავლობენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა გეგი პირველი, რომელიც ლექსებს შესანიშნავად სწავლობს. ის ყოველთვის ცდილობს საგაკვეთილო პროცესს არ ჩამორჩეს და დავალებები მოამზადოს.
მის შესახებ პედაგოგი - ქეთევან ჩემია გვიამბობს:
„გეგი ჩემი ის მოსწავლეა, რომელიც ლექსებს ყოველთვის უშეცდომოდ და... ერთს კი არა, რამდენიმეს სწავლობს, ოღონდ: თავისთვის კი არა „მასწავლებლისთვის“... ამიტომაც მასწავლებელს ძალიან უყვარს. გეგის, სამწუხაროდ, მამა შეუძლოდ გაუხდა და სკოლაში ვერ მოვიდა, მაგრამ ეს სურათი, ლამპის შუქზე დაწერილი სოციალური ქსელით გამომიგზავნა იმის ნიშნად, რომ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი გადაწერა და ხვალ ზეპირად ეცოდინება, რომელი მასწავლებელი არ იოცნებებს ასეთ მოსწავლეზე. ჩვენს „ფრონტზე“ სამნი ვართ: ჩემი მოსწავლეები, მასწავლებელი და სიზარმაცე. ჩემს მხარეს მყოფები, ყოველთვის იმარჯვებენ, რადგან ძალა ჩვენს მხარესაა.
გეგი - მადლობა!
დიახ, იმის დანახვისთვის, თუ ვის მხარეს უნდა იყო და ხარ კიდეც, გიხდი მადლობას!
ჩვენ გავიმარჯვებთ!
მაშ
წავედით!
წარმატებები გეგის და ჯანმრთელობა მის მამას - ერეკლე პირველს, რომელსაც მისი ერთადერთი ვაჟის წარმატებები გოგონას წარმატებებზე ნაკლებად როდი გაახარებს და გულს გაუმრთელებს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა