სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კომპოზიცია - „იავნანამ რა ჰქმნა“ დაიდგა
03-04-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად,  წმიდა სოლომონ მეორის სახელობის მე- 5 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი იოსებ აფაქიძე) იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების - „იავნანამ რა ქმნა“ მიხედვით, ლიტერატურულ-მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია წარადგინეს. ნაწარმოების  ინსცენირება და  დადგმა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს - თამთა ხარატიშვილს ეკუთვნის. 

მოსწავლეები კომპოზიციაზე მუშაობისას მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობასა და იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას გაეცნენ.

როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთათვის - ისინი კარგად გაეცნენ ნაწარმოებში წარმოდგენილი ეპოქის, საქართველოს ისტორიას, მაშინდელ ყოფას, ფოლკლორს ეთნოგრაფიას, ეთნოლოგიას, ქართველი ხალხის ურთიერთობას ჩრდილო კავკასიის მრავალეთნიკურ მოსახლეობასთან, ასევე იბერიულ-კავკასიური ერთობის მნიშვნელოვან საკითხებს.

ღონისძიების შემდეგ, გიმნაზიის მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელმა, წამყვანმა პედაგოგმა - მაყვალა ანთაძემ ღონისძიების ლიტერატურულ - მხატვრული ანალიზი გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა ბავშვებს და პედაგოგს გაწეული შრომისათვის.

წარმოდგენას ესწრებოდა - ბავშვები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც  გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა.

„რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის გამორჩეულ პედაგოგს თამთა ხარატიშვილს იმ აქტივობისათვის, რასაც ის იჩენს გიმნაზიის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოველწლიურად აბარებს შემოქმედებით ანგარიშს დირექციასა და მშობელთა საზოგადოებას, ასეთი შესანიშნავი, მაღალ მხატვრულ დონეზე მიმზადებული ღონისძიებებით“, - აღნიშნავენ გიმნაზიაში.

ლიტერატურულ-მუსიკალურ- დრამატულ კომპოზიციას ასევე ესწრებოდნენ გიმნაზიის პედაგოგები, დირექციის წევრები: სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი - მარინა გოგოლაძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება