| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის ეგიარზენის დაწყებით სკოლაში, მათემატიკის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით, ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებით მათემატიკის მნიშვნელობა და მუდმივობა დაადგინეს.
პირველ დღეს მოსწავლეები მათემატიკის დღის ისტორიას გაეცნენ და დიდი მათემატიკოსების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ასევე, მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რაში გამოადგებათ მათემატიკის ცოდნა და სად გამოიყენებენ მას. ბავშვებმა, რამდენიმე საინტერესო ამოცანა ამოხსნეს და მათემატიკური უნარებიც საკმაოდ კარგად გამოავლინეს.
მეორე დღის აქტივობა იყო - „ბავშვების თვალით დანახული მათემატიკა“, სადაც მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო ნახატები და პლაკატები.
მესამე დღეს მოსწავლეებმა მრავალფეროვანი მათემატიკური რესურსი დაამზადეს და თითებით გამრავლება ისწავლეს.
მეოთხე დღეს მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილი ჩაუტარდათ მათემატიკასთან დაკავშირებით და მრავალფეროვანი კედლის გაზეთი შექმნეს.
მეხუთე დღეს კი, გაიმართა - „მათემატიკის მეჯლისი პრინცესასთან“. პატარებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში ლექსები და სიმღერები წარადგინეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებას, სწორედ ამიტომ 20 მარტიდან -24 მარტის ჩათვლით, მოსწავლეები მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა