| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ და წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის მეათეკლასელი - გიორგი სანაია და მეთერთმეტეკლასელი - ირაკლი ეგრისელაშვილი უკვე მეორედ, საქართველოს ღია პირველობაზე, მძლეოსნობის ორ სახეობაში - ბირთვის კვრასა და 300-200 მ-ზე რბენში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლემ, გიორგი სანაიამ შეჯიბრში საპატიო, მე-4 ადგილი დაიკავა.
„მოსწავლემ მძლეოსნობის ფედერაციის მესვეურების აღფრთოვანება გამოიწვია, რომლებმაც აღნიშნეს დამწყები სპორტსმენის კარგი შედეგი და მიიწვიეს საქართველოს ნაკრების ვარჯიშებზე“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი მოსწავლისგან მომავალში საუკეთესო შედეგებს ელიან.
საქართველოს ღია პირველობას მძლეოსნობაში, მძლეოსნობის სასახლემ უმასპინძლა.
აღნიშნულ სპორტულ წამოწყებას სათავეში სპორტის მასწავლებელი, სირბილში საქართველოს 9 გზის ყოფილი ჩემპიონი გვანცა ჟორჟოლიანი უდგას.
სპორტი ადამიანების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ასეთი აქტივობით სკოლა აძლიერებს მოსწავლეების მისწრაფებას სპორტული ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და პიროვნული წარმატებისაკენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა