| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში, ჭადრაკში სკოლათაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც მოსწავლეები დიდი მოტივაციით იბრძოდნენ პირველობისთვის.
ფესტივალი 24 მარტს შედგა და მასში მონაწილეობდნენ: კოხტის, ბარეთის, იმერას, ხარებისა და წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
თამაში ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, მოსწავლეებმა კონკურენტუნარიანი გარემოს მიუხედავად, შესაძლებლობები საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ საპატიო პირველი ადგილი ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე წიკლაურმა დაიკავა, მეორე ადგილზე, ასევე ბარეთის მოსწავლე თორნიკე დევდარიანი გავიდა, მესამე ადგილი კი, წილად ხვდა წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე- ბექა ბუცხრიკიძეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებულ მონაწილეებს მედლები გადაეცათ და ყველა მონაწილე სამახსოვრო სიგელით დაჯილდოვდა.
ფესტივალს ხელმძღვანელები: ლევან კორძაია და სოსო გოხაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა