| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტის - Leave me a nice world ფარგლებში eTwinning-ის კუთხე მოეწყო. პროექტის მონაწილეები საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ.
მოსწავლეებმა ამ თვის განმავლობაში განახორციელეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები, შექმნეს ლოგოები და ბანერები. საინფორმაციო კუთხესთან მოათავსეს ყუთი ბატარეების შესაგროვებლად. მოსწავლეები ინგლისურ ენაზე სხვადახვა ინფორმაციასა და სასწავლო მასალას გაეცნენ და მოამზადეს პრეზენტაციები იმის შესახებ თუ რამდენად საშიშია ბატარეები გარემოსთვის.
მოსწავლეთა თქმით, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის, რომ ბატარეების გადაყრა დაუშვებელია, ხოლო მათ ვინც იცის და მზად არის ჩააბაროს - ჩაბარების პუნქტს ვერ პოულობს.
„ამიტომ მოგიწოდებთ, ნუ გადაყრით ბატარეებს და ნუ მიაყენებთ გარემოსა და ადამიანებს ზიანს! ვინც შეძლებთ შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენ სკოლაში არსებულ ჩაბარების პუნქტში. ჩვენი პროექტი უზრუნველყოფს შემდეგ მათ გადაცემას შესაბამის კომპანიებთან“,- გვეუბნებიან მოსწავლეები.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო აქტივობები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა