| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლა თურქეთის ერთ-ერთ მოწინავე სკოლასთან - Ataturk secondary school თანამშორმლობს. სკოლებს შორის ცოდნის, გამოცდილების და კულტურის გაცვლის მიზნით ინგლისური ენის ორი ინტერაქციული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ანა ქობულაძე და სიბელ მოლაველიოღლუ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. გაიმართა საინტრესო დიალოგი, მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა თემასა და საკითხზე.
გაკვეთილები ინგლისურ ენაზე წარიმართა.
„მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ერთმანეთთან ინტერაქცია თავისუფლად მოახერხეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პედაგოგებმა გაკვეთილები დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობები დაგეგმეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს უცხო ქვეყნის მოსწავლეთა გამოცდილებასა და ინტერესებს აცნობს, რაც მათ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა