| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მონდომებით და ინტერესით შეისწავლიან. პედაგოგები მათ სწავლის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესის გაჩენის მიზნით, საინტერესო მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში Vა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თეონა გოგიტიძის ხელმძღვანელობით, თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერის როლზე, მასთან მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს.
გაკვეთილის თემა - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჩვენ გარშემო“ იყო, სადაც მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ.
I ჯგუფმა საკითხზე : „კომპიუტერი მსოფლიოს გარშემო“, II ჯგუფმა კი - „მსოფლიოს პირველი კომპიუტერის“ შესახებ ისაუბრა.
მათ საინტერესო და საჭირო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
„დიდია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აუცილებლობა თანამედროვე ცხოვრებაში. თემა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა