| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, მე-10 კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებელ მაია მაჭარაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია მოაწყვეს და სახალისო აქტივობა - „ჯანსაღი საკვების კალათა“, ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მის აუცილებლობაზე.
ბავშვებმა გააკეთეს დასკვნა:
„ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია. მიიღეთ ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, განვითარების და ორგანიზმის ზრდის უმნიშვნელოვანესი პირობაა“.
მოსწავლეებმა განსაზღვრეს, რომ კვება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ის შერწყმულია ფიზიკურ აქტიურობასთან და ჯანსაღ წონის შენარჩუნებასთან, ხოლო ჯანსაღი კვება არის შესანიშნავი გზა, რათა დაეხმარო შენს სხეულს იყოს ძლიერი და ჯანმრთელი.
სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორცილებას.
სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად. კვების სრულფასოვნებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდა, მეტად გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღად ცხოვრება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა