| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლას კურსდამთავრებული, ვასიკო ბერელიძე ესტუმრა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო.
ვასიკო ბერელიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მე-3 კურსის იუნკერი და წარმატებული ახალგაზრდაა.
საინფორმაციო შეხვედრა 24 მარტს, გაიმართა.
ვასიკომ მოსწავლეებს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიის, იუნკერის სწავლის და ცხოვრების, სოციალური და სამართლებრივი გარანტიების თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გააცნო.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
„დამსწრე საზოგადოება მადლობას უხდის ვასიკო ბერელიძეს საინტერესო პრეზენტაციისთვის და წარმატებებს უსურვებს მას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა