სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო სობისის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრებმა თანატოლებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს
27-03-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

სკოლაში შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის პროექტის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ფარგლებში, მორიგი აქტივობა - სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდა. ქვემო სობისის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბმა ბერშუეთის და წეროვნის N3 საჯარო სკოლების ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებს უმასპინძლა.

ქვემო სობისის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია 2019 წელს ამავე პროექტის გრანტის საშუალებით აღიჭურვა, სწორედ იქ გაიმართა აქტივობები. მოსწავლეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სადემონსტრაციო ცდები უჩვენეს.

„პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს და სკოლებს შორის დამეგობრებას და ცოდნის გაღრმავებას საბუნებისმეტყველო საგნებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება