სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის 13 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდა
27-03-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს - პავლე ბახტაძეს, ნიკოლოზ ჩხენკელს, ბორის ფულარიას, გიორგი ლომიძეს, ვიტალი გოგინავას, ვაჟა კაკაბაძეს, მარიამ ჩანქსელიანს, ლიზი ყურაშვილს, მარიამ წულაიას, მილანა კვანტალიანს, ნინი კუხალაშვილს, ნაირა საღარეიშვილს, მარიამ გიორხელიძეს კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის მიენიჭათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან. 

მათ ლეპტოპები ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიეტა ქობალიამ გადასცეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. თავის მხრივ კი, მოსწავლეებმა მადლობის წერილები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

„დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს გვერდში დგომისა და ხარისხიანი სწავლებისათვისეს პრიზი არის ამის მტკიცებულება“;
„დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება“,- წერენ მადლიერი მოსწავლეები სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება