სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი მოწოდება თავიდანვე მასწავლებლობა იყო, ამიტომაც 37 წელია ერთგულად ვემსახურები ამ პროფესიას“ - ვარდო ხოზრევანიძე, სალიბაურის N2 სკოლის პედაგოგი
24-03-2023
-
+


როგორია სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების სურვილები, როგორი ცხოვრება აქვთ სკოლის მიღმა და რა არის მათთვის საოცნებო? - ეს ის თემებია, რომლებიც სხვა რაკურსით დაგვანახებს მასწავლებლებსა და დირექტორებს, გვაჩვენებს მათ ბავშვურ, ფერად სამყაროს, რომელზეც თითქმის არასდროს საუბრობენ მოსწავლეებთან.

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

ხშირად ჩვენთვის საყვარელი მასწავლებლები, მხოლოდ აკადემიურ სამოსში გამოწყობილნი, ცარცითა და წიგნებით ხელში წარმოგვიდგენია, თუმცა ყოველთვის გვაინტერესებს, როგორია მათი შინაგანი ბუნება, სადაც არც არავის ასწავლიან და არც სკოლის ხელმძღვანელები არიან.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ვარდო ხოზრევანიძემ შეავსო. 

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა:

- ორივე შემთხვევაში ძალიან ვღელავდი.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- გალაკტიონ ტაბიძე.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- ვეფხისტყაოსანი.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ის ძალიან თბილი, საყვარელი, სამართლიანი, მზრუნველი, შრომისმოყვარე და სიკეთით სავსე ადამიანი იყო.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ჩემი მოწოდება თავიდანვე მასწავლებლობა იყო, ამიტომაც 37 წელია ერთგულად ვემსახურები ამ პროფესიას.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ქართული ენა და ლიტერატურა.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- იყვნენ სამართლიანი, მიზანდასუხულნი და შრომისმოყვარენი.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- საქართველოს ყველა კუთხეს შემოვივლიდი.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კომუნიკაბელური, სამართლიანი.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ახალი წელი, რადგან ჩემი აზრით,  ყველაფერი ახლის დაწყებასთან ასოცირდება.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- მშვიდობას მთელ დედამიწაზე.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- ვკითხულობ წიგნებს. ვუყურებ ფილმებს, განსაკუთრებით მიყვარს დეტექტივები.

- რაზე ოცნებობთ?

- მოგზაურობაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება