| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა მეექვსე კლასის მოსწავლე მერი ხმალაძემ ასახელა. მან ისტორიის, ქართულისა და ინგლისური ენის საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზა და საპრიზო ადგილიც დაიკავა.
კლასის დამრიგებელმა, ეკატერინე მურჯიკნელმა მერი ხმალაძეს ოლიმპიადის 2022 წლის შემოდგომის სეზონის წარმატებული მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
„მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. სკოლა ამაყობს მერი ხმალაძის მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა