სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ და წამლები“- ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით გაჯერებული გაკვეთილი
24-03-2023
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმარათება. 

ამჯერად, მე-2 კლასში, კლასის ხელმძღვანელმა გულიზა იმნაძემ, სკოლის ექიმ მარინა კუკულაძესთან ერთად, ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გაკვეთილი - „ჩვენ და წამლები“, ჩაატარა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილი იმდენად მრავალფეროვანი რესურსებით დატვირთული და ინფორმაციული იყო, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ძალიან საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა. 

„აღსანიშნავია, რომ თემასთან დაკავშირებული ზუსტი, მკაფიო და მიზნობრივად მიწოდებული ინფორმაცია მეტად აქტუალურია  დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ და რა ფორმით მიაწვდის მას ბავშვებს. გულიზა მასწავლებლის და სკოლის ექიმის მიერ ჩატარებული გაკვეთილი კი სწორედ ყველა იმ მიზანსა და სტანდარტს ემსახურებოდა, რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.
დიდი მადლობა მასწავლებელს - გულიზა იმნაძეს, სკოლის ექიმს - მარინა კუკულაძეს და საოცარ მე-2 კლასელებს შთამბეჭდავი გაკვეთილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება