| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის, Xა კლასის 8 წარჩინებული მოსწავლე, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
მოსწავლეები სკოლაში მიღწეული წარმატებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაასაჩუქრა.
ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინე კორძაიამ 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომელთა საფეხურის ნიშანია - 10 ქულა, პირადად დააჯილდოვა პორტაბელური კომპიუტერებით.
დაჯილდოებას რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებს წარმატება მიულოცა სკოლის დირექტორმა, შოთა ჯინჯიხაძემ.
ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, 2009 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების მეთოდების გაძლიერება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა