„მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს“- კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
23-03-2023
დაკოპირებულია
-
+
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს“, გაიმართა.
ბიოლოგიის მასწავლებლმა, ნინო გალაშვილმა მოსწავლეებს დაუნის სინრომის შესახებ ინფორმაცია განუმარტა. მან მოსწავლეებთან ერთად, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრია და აღნიშნა, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
გარდა ამისა, მე-7 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს.
„დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვალად, 47 ქრომოსომაა. გამომდინარე აქედან, დაუნის სინდრომი არაა დაავადება, ეს ადამიანის გენეტიკური მდგომარეობაა - ასეთ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეეს მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია ნინო მასწავლებლისგან“,- გვიყვებიან სკოლაში.
ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, ჭიკაანის საჯარო სკოლაში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ IV,V,VI და VII კლასების მოსწავლეებმა
სკოლაში მისწვეულმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მოისმინეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა კავშირშია - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ