| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბავშვებმა მოისმინეს ლექცია თემაზე - „მზის შვილები“, უყურეს ფილმს, და ამავე თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს.
მოსწავლეები ლოზუნგის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, ირგვლივ გაერთიანდნენ.
მაზარდებმა, დაამზადეს პოსტერები, ქაღალდისგან ფერადი წინდები შექმნეს და სოლიდარობის ნიშნად ხელები მოიხატეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობები ინგლისურ ენაზეც ჩატარდა.
ცნობისთვის, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა