სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გასტროკულტურის მრავალფეროვნება საქართველოში- საახალწლო ტრადიციები“- თბილისის N72 სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
22-03-2023
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლაში მე-10ბ კლასის ხელმძღვანელმა, ქართული ენის მასწავლებელმა - თამარ ტალახაძემ, მოსწავლეებმა და მშობლებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს. 

მათ პროექტი - „გასტროკულტურის მრავალფეროვნება საქართველოში-საახალწლო ტრადიციები“, მოამზადეს. როგორც პედაგოგი ამბობს, ამ ღონისძიების ჩატარების სურვილი შოთა რუსთაველის უკვდავმა პოემამ შთააგონა და რადგან ნოვრუზობა ახლოვდებოდა, მისი განხორციელება ზუსტად სამი კვირით ადრე გადაწყვიტა. 

ღონისძიებაში თოთოეული მონაწილე უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დამსწრეთა წინაშე ღირსეულად წარსდგნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ასეთი წარმატებული პროექტის განხორცილებისთვის სკოლის დირექცია და დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი პედაგოგს, მის მოსწავლეებსა და მშობლებს მადლობას უხდიან.

„არის გამორჩეული დღეები ჩვენს ცხოვრებაში, ფერადი და ემოციური, როცა სიტყვებიც არ გყოფნის... ასეთი დღე იყო ჩემთვის 20 მარტი, დღე, როდესაც ჩემს მე-10ბ კლასთან ერთად, მნიშვნელოვანი ღონისძიებით წარვდექით ჩვენი სტუმრების წინაშე. ემოცია ყოველთვის ახლავს ასეთ დღეებს, მაგრამ როცა სტუმრად გყავს საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე,  რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგეობის წევრები: მაია კობრეშვილი და გიორგი გველესიანი, მღელვარება უფრო მატულობს. მადლობა მათ მობრძანებისათვის, ჩემი მოსწავლეების ასეთი შეფასებისთვის, მოფერებისთვის. თბილისის N72 საჯარო სკოლა, მინიმოდელია ჩვენი პატარა ქვეყნისა - მრავალეროვანი და მრავალფეროვანი. ეს სიფერადე და სიუხვე იგრძნობოდა... მადლობა ჩემი კლასის მოსწავლეთა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავს თამარ ტალახაძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება