| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა.
სკოლაში გვიყვებიან, რომ მე-3გ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ იამზე ხუნწარიას ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას იძენენ, არამედ ტოლერანტობასაც სწავლობენ.
მასწავლებელი, პატარებს დაუნის სინდრომის, ტოლერანტობის, მეგობრობის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კლასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“,- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
მოსწავლეები ასევე ჭრელი წინდების კომპანიაში ჩაერთნენ, ვინაიდან წინდებს ქრომოსომების ფორმა აქვთ, ამ დღის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს