| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო.
სკოლის VIIბ კლასში (ხელმძღვანელი თ. ივანეიშვილი) მუსიკის გაკვეთილზე (მასწავლებელი - ქეთევან რატიანი) მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - კამილ სენ-სანსი „ცხოველთა კარნავალი“ წარადგინეს, სადაც კომპოზიტორის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.
მეშვიდეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას ნაწარმოების შექმნის ისტორია გააცნეს, ბოლოს კი მუსიკალური ტერმინების გამოყენებით, ყველა პიესა დაახასიათეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციას თან ახლდა ვიდეომასალა, რომელშიც წარმოდგენილი იყო ცხოველთა მუსიკალური პორტრეტები.
„პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და დაამტკიცა, რომ მუსიკას საოცარი გამომსახველობითი უნარი აქვს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი პრეზენტაციები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა