სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა ფლეშმობი და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სხვა საინტერესო აქტივობები სენაკის N1 საჯარო სკოლაში
21-03-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ თარიღს განსაკუთრებული ყურადღება დაწყებითი კლასის დამრიგებლებმა და მოსწავლეებმა დაუთმეს. მოსწავლეებმა არაერთი აქტივობა და სახალისო დავალებები შეასრულეს, დამრიგებელმა კი, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემდეგი ინფორმაცია მიაწოდეს: დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. ის არც მემკვიდრეობითი და არც გადამდებია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა აქვს დამტებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში,რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

მე-4დ კლასი, დამრიგებელ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, გამორჩეულად მოემზადა ამ დღისთვის. მათ დახატეს ფერადი წინდები, გამოჭრეს და გააფერადეს მზე, გვირილა, გულები. ასევე, სკოლაში მიიტანეს ფერადი ბართები და ჭრელი წინდები. მოსწავლეები შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ და ბოლოს, სკოლის საერთო ღონისძიებაში ჩაერთნენ, რომლის ფარგლებშიც, სოლიდარობის მიზნით, ეზოში 46+1 დაწერეს.

„2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ისინი მზის შვილები არიან, რომლებიც ძალიან უყვართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება