| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის წყურვილის გაღვიძების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-11 კლასში(პედაგოგი ირინა ბეროძე) ფიზიკის გაკვეთილზე პრეზენტაცია თემაზე - „ელექტრომაგნიტური ტალღები და მათი მნიშვნელობა“ ჩატარდა, რომელიც მოსწავლეებმა თამარ აბესაძემ და მარიამ ოდიკაძემ წარადგინეს.
მათ აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
მეთერთმეტეკლასელებმა პრეზენტაციაზე ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენა და მათი გამოყენება განიხილეს.
მოსწავლეებმა ხილულ გამოსახულებასთან ერთად, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივების შესახებ იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს რადიოტალღების და რედგენის სხივების შესახებ, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.
„ბავშვებმა პრეზენტაციაზე აგრეთვე საინტერესოდ ისაუბრეს რადიოტალღების და რედგენის სხივების შესახებ, რომლებიც ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკისათვის მედიცინაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა