| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელიც თანამდებობაზე 20 მარტს დაინიშნა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
„21 მარტს ტრადიციულად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, რომელიც 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.
2023 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – რაც გულისხმობს, რომ თანასწორუფლებიანიგარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჩართულობით არის შესაძლებელი.
სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა წარმოადგენს ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მნიშვნელობას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის შესაძლებლობა,“- აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.
განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას