სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა
20-03-2023
-
+


მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი დატოვა, მის ადგილზე კი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი ამილახვარი დაინიშნა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად 2 ჯერ იყო არჩეული. პირველად მინისტრად 2017 წელს დაინიშნა და 2018 წლის 14 ივლისამდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას, ხოლო მეორედ 2019 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

მინისტრობიდან მინისტრობამდე პერიოდში იგი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მრჩეველი იყო განათლების საკითხებში.

მინისტრობამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. მას აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

სად წავიდა განათლების ყოფილი მინისტრი - პრემიერი მიხეილ ჩხენკელს დაემშვიდობა

რაც შეეხება გიორგი ამილახვარის ბიოგრაფიას, ცნობილია, რომ იგი მოსკოვში დაიბადა; დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1999-2000 წწ. ალამოს უმაღლესი სკოლა, აშშ; 2016 წელს მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევითი ინსტიტუტი, კვლევითი სტაჟირება, ჰამბურგი, გერმანია.

2004 წელს „კლინტონ დავის პალასი - ადვოკატები“ იყო ადვოკატის თანაშემწე (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); 2007-2008 წწ. მუშაობდა სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარ სპეციალისტად; 2008-2010 წწ. იყო ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯიას“, მთავარი იურისტი; 

2010-2020 წწ. იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2018-2019 წწ. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამართლის დოქტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და წინსვლასა და განვითარებას უსურვებენ

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება