სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოდგომა ბავშვების ფერად სამყაროში - მარტვილის N1 სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო 
10-11-2026
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. 

შემოდგომა კი წელიწადის ის განსაკუთრებული დროა, რომელიც თავისი მრავალფეროვანი ფერებით, სილამაზითა და უხვი მოსავლით მუდამ შთაგონების წყაროა. თუმცა, როდესაც მას ბავშვების თვალით ვუყურებთ, ეს სილამაზე კიდევ უფრო მეტ ხიბლს იძენს.

ახლახან, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები, რომლებშიც ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიითა და ფერთა მრავალფეროვნებით გადმოსცეს შემოდგომის განუმეორებელი განწყობა.

ფერად ნახატებში გაცოცხლდა შემოდგომის პეიზაჟები, ოქროსფერი ბუნება, უხვი მოსავალი, ტყის ბინადრები და პატარების წარმოსახვით შექმნილი საოცარი სამყარო. თითოეული ნამუშევარი ბავშვის ინდივიდუალურ ხედვას, შემოქმედებით უნარსა და სამყაროსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, აძლიერებს თვითგამოხატვის სურვილს და სასკოლო ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

გამოფენა ხელოვნების პედაგოგთა ( თ.წულაია,ლ.გეგია) თაოსნობით მოეწყო.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მადლობას უხდიან პედაგოგებს მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის. 

„მადლობა მასწავლებლებს გაწეული შრომისა და მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის, ხოლო ჩვენს პატარა მხატვრებს- ამდენი სილამაზისა და დადებითი ემოციის გაზიარებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება