| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
პატარები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.
პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს.
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი საფეხურიდან ზრუნავენ, ამიტომ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„ჩემი პირველი ნერგი“ მნიშვნელოვანი პროექტია გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო მიმართულებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას