| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის აღნიშვნასა და დიდი წინაპრის მემკვიდრეობის პატივისცემას მიეძღვნა.
27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. აღსანიშნავია, რომ წელს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან 150 წელი შესრულდა.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღს სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, 27 ოქტომბერს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ და იაკობ გოგებაშვილის დაბადების 186-ე და „დედაენის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან 150-ე წლისთავი მოკრძალებულად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ღვაწლმოსილი მამულიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მადლობა გადაუხადეს იმ უკვდავი წიგნისთვის, რომელსაც „დედაენა“ ჰქვია.
ამ წმინდა სავანეში სტუმრობით პატარებმა პატივი მიაგეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნას და მათ სამუდამო სასუფეველს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას