სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხეთის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
20-03-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლაში, საქართველოს თავდაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონის უფროსი სერჟანტი თეიმურაზ ხაბურზანია და სერჟანტი შავლეგ თირქია სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდნენ.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების - ქართული ჯარის პოპულარიზაციას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაცია მოიცავდა საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის გაცნობას, შეიარაღებული ძალების ტექნიკურ აღჭურვილობას, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობას, საქართველოში არსებულ სამხედრო სასწავლებლებს, ჩვენი ჯარისკაცების გმირობას. შეხვედრის ბოლოს ურთიერთობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეთა დაინტერესება და აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.

დასასრულს აქტუირ მოსწავლეებს ანასტასია ტურავას, ილია ქირიას და ანანო ქირიას გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება