| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო კურიკულუმით გათვალისწინებული პროექტული სწავლების შემაჯამებელი შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა, რომლის თემა იყო - „ოლიმპიზმი, ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართველი ოლიმპიელები“.
მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
პირველმა ჯგუფმა (პრეზენტატორები: ლიზი ფუტკარაძე, თეკლა ლომაძე) თემაზე - ტრამპლიდან ხტომა: კობა წაქაძე ისაუბრა. მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და თანასკოლელებს გააცნეს.
მეორე ჯგუფმა (პრეზენტატორები:თამარ სულაბერიძე.ნია გურგენიძე) კი პრეზენტაცია თემაზე - ფიგურული სრიალი: ელენე გედევანიშვილი წარადგინა.
„მოსწავლეებმა პრეზენტაცია საინტერესოდ და შინაარსიანად წარმოადგინეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი კონფერენციები და პრეზენტაციები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა