სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატება მოიპოვეს
20-03-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლთა მხატვრული კითხვის კონკურსის მეორე, ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. მასში სამი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უდიდესი წარმატებით იასპარეზეს. პირველი ადგილი მე-4 კლასის მოსწავლე დემეტრე კახიძემ დაიკავა. გარდა ამისა, მეორე ადგილზე გავიდა მე-11 კლასის მოსწავლე გუგა კახიძე. 

დემეტრე კახიძემ ანზორ აბულაშვილის „მახარობელი“, ხოლო გუგა კახიძემ ზურაბ გორგილაძის „ჩაუმქრალი სანთლები“ წაიკითხა.

მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 
 
„კონკურსს კიდევ უფრო საინტერესოს და წარმატებულს ხდის ყველასათვის გამორჩეული, სათნო ქალბატონების - ნიჭიერი პოეტის ბელა ქებურიასა და პროფესიონალი მეტყველების კულტურის პროფესორის თამილა მეიშვილის თანადგომა. ასეთი პროფესიონალების შეფასება და მათთან მასტერკლასების გავლა ძალიან დიდი ფუფუნებაა. კონკურსს ასევე ესწრებოდნენ გურანდა დოლიძე, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, მშობლები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება