სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფესტივალში მონაწილეობდნენ
20-03-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით, შრომისმოყვარეობითა და მონდომებით გამოირჩევიან. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ გოდოლაძე, მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი გურეშიძე, მე-9 კლასის მოსწავლე ნიტა თვარაძე და მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა ბენდელიანი სასკოლო ფესტივალში - „STEAM-2023” მონაწილეობდნენ. 

ფესტივალი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა. მისი მიზანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელოვნებო და ტექნოლოგიურ სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა იყო.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები STEAM-ის პროგრამის ფარგლებში, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მნახველზე. შემდგომ ჩატარდა კონკურსი სკოლებს შორის, რომელშიც ქუთაისის სკოლები და წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. 

„ფესტივალში სხვადასხვა სკოლებთან ერთად, მონაწილეობდნენ ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათთან ერთად ფესტივალზე იმყოფებოდა ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი ტყაბლაძე. (პედაგოგები: ირინა ალავიძე, ნატალია მანდარია, თათია ივანეიშვილი).
ყველა მონაწილის აზროვნებითა და ნაკეთობებით ჟიური კმაყოფილი დარჩა.
უღრმესი მადლობა ქუთაისის 33- ე სკოლის დირექტორს, ქალბატონ მარინა ისკაკოვას ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის და დაუვიწყარი მასპინძლობისთვის. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი სკოლის დირექტორის, ქალბატონი ფაქიზოს მისამართით, რომ არა მისი საოცარი ყურადღება ყველა ნოვაციისადმი, ჩვენ არ გვექნებოდა ეს დაუვიწყარი დღე. მადლობა მოსწავლეებს და ყველას, ვინც ერთი პაწაწინა დეტალი შეიტანა დღევანდელ ღონისძიებაში“,- აღნიშნავს პედაგოგი ირინა ალავიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება