| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
პირველკლასელებმა (კლასის ხელმძღანელი - თამუნა ბერიძე) ღონისძიებით - „დედის დღე და გაზაფხული, ერთად მოგვილოცნია“ დედებს 3 მარტი მიულოცეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა საყვარელ დედებს სასიამოვნო საღამო მიუძღვნეს, დაუვიწყარი და ბედნიერი წუთები აჩუქეს.
ამავე თემატიკის ღონისძიება მე-2 კლასის მოსწავლეებმაც ჩაატარეს.
მათ ღონისძიებაზე იცეკვეს, იმღერეს, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„მოსწავლეებმა დედებისადმი სიყვარული, პატივისცემა მოკრძალებულად გამოხატეს. ისინი ძვირფას დედებს ლამაზი სიმღერებით, ლექსებითა და სიტყვებით მოეფერნენ. დედა უკვდავია, ხოლო მისი ამაგი კი შეუფასებელი - აღნიშნეს პატარებმა“ - გვიყვება კლასის წარმომადგენელი.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა