სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
16-03-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და სწავლისადმი წყურვილის გაღვივებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრებები და კონკურსები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში 6 და 7 მარტს 1-ელ, მე-2 და მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

1-ელ ასაკობრივ კატეგორიაში 10 გუნდი მონაწილეობდა.

მე-5 ა კლასის (დამრიგებელი ია კინწურაშვილი) გუნდმა - „ხონის სტუდიო“ 52 ქულით გაიმარჯვა. მე-2 ადგილზე კი ამავე კლასის გუნდი - „გონიერები“ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მე-3ბ კლასის (დამრიგებელი ფიქრია სულაბერიძე) გუნდ „ვარსკვლავების“ მოსწავლეებმა წარმატებას 40 ქულით მიაღწიეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

მე-2 ასაკობრივ კატეგორიაში 8 გუნდი მონაწილეობდა. 1-ელ ადგილი საუკეთესო შედეგით - 83 ქულით მე-7 ბ კლასის (დამრიგებელი ნათია ბარდაველიძე) გუნდმა - „მერანი“ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი მე-6ბ კლასის(დამრიგებელი თეონა ჯურხაძე) გუნდი - „დომინანტები“ გავიდა.

მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში 4 გუნდი მონაწილეობდა.

მე-11 ა კლასის( დამრიგებელი მადონა კუპრაშვილი-გოფოძე) გუნდმა - „გ.ი.ა.“ 53 ქულით გაიმარჯვა. მე-2 ადგილზე 47 ქულით, მე-9 ა კლასის(დამრიგებელი მაია მაჭარაძე) გუნდი - „ივერია“ გავიდა.

სკოლაში სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებას ორგანიზება გაუწია სკოლის ბიბლიოთეკარმა - მარიამ სებუამ. ჩემპიონატი მიჰყავდა 
მასწავლებელ მაია მაჭარაძეს. მათი ასისტენტენტები: მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ გებუაძე, მასწავლებლები: ლელა გორდაძე, თამარ მეშველიანი, ნანა ლეჟავა, თამარ ჩხენკელი იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება