| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში არსებული ეკოკომიტეტი აქტიურად მუშაობს მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ეკოსკოლის პროგრამის ფარგლებში, ეკოკომიტმა, სასკოლო საზოგადოებაში, დაიწყო აუდიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ეტაპს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მდგრადი განვითარების აუდიტი ეკოსკოლების პროგრამის ქვაკუთხედია. მდგრადობის აუდიტის მიზანია სკოლის მდგრადობის სტატუსის დადგენა და მოსწავლეების უნარების განვითარება.
„აუდიტი ერთგვარი კვლევაა. კვლევის გამოცდილება აყალიბებს დამოკიდებულებებს, ღირებულებებს და განწყობებს მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, აძლევს ახალგაზრდებს მეტ მოტივაციას გარემოს დასაცავად. პროცესი ავითარებს კვლევის, ანალიზის უნარებს, შემეცნების სურვილს. მოსწავლეები ეუფლებიან მონაცემების შეგროვებისა და მათი სწორად გამოყენების ხერხებს, განსაზღვრავენ და ასაბუთებენ სკოლის საჭიროებებს, უვითარდებათ პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ეკოკომიტეტის მიზანია განსაზღვროს რას წარმოადგენს სკოლის პრიორიტეტს და ამის მიხედვით აირჩიოს კონკრეტული მიმართულება, რომლის მიხედვითაც შედგება სამოქმედო გეგმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა