| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო (π - ის) დღე აღინიშნა და კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო ფურცელი ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.
მოსწავლეებმა მოიძიეს სახალისო და ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი საინტერესო ფაქტები მათემატიკის შესახებ და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. ბავშვებმა ასევე შექმნეს ნახატები თემაზე - „ჩვენი თვალით დანახული მათემატიკა“, ასევე, სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს სხვადასხვა ნივთებისაგან დამზადებული π, ბოლოს კი ფრანით ჰაერში გაუშვეს π-რიცხვი, რითაც მსოფლიოს მიულოცეს მათემატიკური დღესასწაული.
პის დღე - მათემატიკური დღესასწაულია, რომელიც 14 მარტს აღინიშნება, ამ დღეს მათემატიკის საერთაშორისო დღედაც მოიხსენიებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა