| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე შთამბეჭდავი ზეიმით აღინიშნა.
8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მე-2 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - არმენუჰი ვართანიანი) ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და სახალისო სცენარი გაითამაშეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეორეკლასელებმა ქალთა დღე დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებული სიყვარულით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ სცენა დამრიგებელმა მშობელთა მხარდაჭერით მოამზადა.
„გაზაფხულის მოსვლას ყოველ წელს ხალისით ვხვდებით. ამ დროს მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით შეიმჩნევა. დედები ორმაგად ბედნიერები არიან, როცა შვილებისგან ემოციურ და თბილ მილოცვებს ისმენენ“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა