| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ხალისითა და ინტერესით სწავლობენ, ამაზე კი დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა საინტრესო ღონისძიებას, აქტივობასა თუ კონკურსს სთავაზობენ.
მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, 27 თებერვალს სკოლაში ჩატარებული გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება - „გააგრძელე საქართველოს ისტორია“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-9-მე-10-მე-11 კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო, შემეცნებითი და ამასთანავე, თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ღონისძიების ორგანიზატორის ნანა შავაძის თქმით, ღონისძიება მოსწავლეებს ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
„სკოლაში მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია, ვინაიდან მოსწავლეები ეჩვევიან მრავალფეროვან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი ისტორიის გამოცდილი პედაგოგი ნანა შავაძე, რომელიც მსგავსი სახის ღონისძიებებს სკოლაში ყოველწლიურად ატარებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა