| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქალთა დღესთან დაკავშირებით, სპექტაკლი დაიდგა. პრემიერას მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორ სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლში დიდი მონდომებით ჩაერთნენ ბავშვები, მათი ამაღლებული განწყობითა და დაუღალავი შრომით, სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღინიშნა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები - თამაზ ცხადაძე, ეკა პულარიანი, მარინა ისკაკოვა, ქეთევან კინწურაშვილი, ხათუნა მაღლაკელიძე, ნაილი ჭოლაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი - მაკა ჭელიძე, ასევე ლატავრა ბენდელიანი, ნინო ხურცია, ციური გურაბანიძე, მზია კიკალიშვილი, ნინო ჭეიშვილი და მარინა პოდგურსკაია-ქუთათელაძე.
სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრეატიული უნარების წარმოჩენასა და განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა, რაც ბავშვებს მოტივაციას უმაღლლებს და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობისკენ უბიძგებს.
„მადლობა რეჟისორს - ტატო პატარიძეს, ჩემს ფანტასტიურ მონაწილე ბავშვებს, მოწვეულ სტუმრებს, ერთგულ მშობლებსა და ერთ მუჭად შეკრულ კოლექტივს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას