სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის“- ხაშურის N7 სკოლასა და ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
09-03-2023
-
+


ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ, რომ მათ განვითარების ყველანაირი პირობა შეუქმნან. 

ამჯერად, სკოლასა და ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

პროექტი მიზნად ისახავს მე-12 კლასის მოსწავლეთა მომზადებას, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას გასტრონომიული მიმართულებით გააგრძელებენ.

კერძოდ, ხაშურელ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა პროფესიას გერმანიის პრესტიჟულ სასტუმროსა და რესტორნებში დაეუფლონ. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყოველთვიური სტიპენდიით.

სწავლის დასრულების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები, პროექტის განმახორციელებელი გუნდის მხარდაჭერით, გერმანიაში პროფესიით დასაქმებას შეძლებენ. 

პროექტის ინიციატორი სკოლის გერმანულის მასწავლებელი ნატალია ხაჩიძეა, პროექტის ხელმძღვანელი კი - სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე.

„უნიკალური შესაძლებლობა ხაშურელი ახალგაზრდებისთვის! იანვარი ოქროს ასოებით ჩაიწერება ხაშურის N7 საჯარო სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება